понедельник, 24 июня 2013 г.

ი. კრილოვის შემოქმედება და ბიოგრაფია

პროექტის სახელწოდება:  ი. კრილოვის შემოქმედება და ბიოგრაფია.
პროექტის იდეა და თემა: ი. კრილოვის ბიოგრაფიის და შემოქმედების გაცნობა.რუსულ და ქართულ მწერლობას შორის პარალელიზაცია.
 პროექტის აქტუალობა და მნიშვნელობა: პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს ცოდნის უკეთ დაუფლებაში, უნარ-ჩვევების გამომუშავებაში და რუსილი ენის პოპულარიზაციაში.
პროექტის მიზნები: ფართო საზოგადოებას გააცნოს კრილოვის ბიოგრაფია და      შემოქმედება. პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ    სასწავლო სტანდარტებს: უცხ.დ.II.1, უცხ.დ.II.2, უცხ.დ.II.3, უცხ.დ.II.4.

 მონაწილეთა ასაკი: 14-16 წლის.
პროექტისთვის საჭირო რესურსები: კლასგარეშე ლიტერატურა, ბიბლიოთეკა, ისტ და პროექტორი.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები:  ატარებენ კრილოვისადმი მიძღვნილ შემოქმედებით საღამოს. ეჩვევიან თანამშრომლობას, ლიდერობას. ინვითარებენ მეტყველების, კითხვის კულტურას. იმდიდრებენ ლექსიკას, უნარ-ჩვევების დიაპაზონს. პარალელს ავლებენ ქართველ მეიგავე სულხან- საბა ორბელიანთან მის იგავ-არაკებთან მიმართებაში.
პროექტის მსვლელობა: 
პირველი საფეხური:  მასწავლებელი უსვამს კითხვებს მოსწავლეებს: რა ვიცით ი.კრილოვის სესახებ? ი.კრილოვის რომელი იგავ-არაკებია ჩვენთვის ცნობილი? დავასახელოთ ი.კრილოვის პერსონაჟები იგავ-არაკებიდან და დავახასიათოთ ისინი. რამდენად ვიცნობთ მის ბიოგრაფიას? რომელ ქართველ მეიგავარაკეს შეიძლება შევადაროთ?  მასწავლებელი ყოფს მოსწავლეებს სამ ჯგუფად: I ჯგუფს ავალებს მოიძიონ ცნობები ი.კრილოვის ბიოგრაფიის შესახებ. II ჯგუფს ავალებს  მოიძიონ ი.კრილოვის იგავ-არაკები, მათ შორის ქართულად ნათარგმნი იგავები. III ჯგუფს ავალებს  შეადარონ კრილოვის შემოქმედება სულხან საბა ორბელიანის შემოქმედებას, მაგალითისათვის მოიყვანონ რომელიმე იგავი.
მეორე საფეხური:  მოსწავლეები მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე აკეთებენ პრეზენტაციას, აანალიზებენ და აჯერებენ ინფორმაციას შემოქმედებითი საღამოს ჩასატარებლად.
მეასამე საფეხური: მოსწავლეები მოაწყობენ ი.კრილოვის შემოქმედებით საღამოს. ფართო საზოგადოებას გააცნობენ კრილოვის ბიოგრაფიას. წაიკითხავენ იგავ-არაკებს რუსულ, ქართულ და მათ შორის გერმნულ ენაზე. გააკეთებენ იგავ არაკების ინტრეპრეტირებას ( გედი, ქარიყლაპია და კიბორჩხალას; მგელი და კრავი). მოეწყობა მოსწავლეების მიერ შესრულებული იგავ-არაკების  პერსონაჟების ნახატების  გამოფენა კითხვებით.  რომელი იგავ-არაიკის პერსონაჟია გამოსახული?
მეოთხე საფეხური: მოსწავლეები შეფასდებიან მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, პროექტის პრეზენტაციის  პერიოდში გამოჩენილი აქტივობების, დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხის მიხედვით.
საგნობრივი კავშირი: დაამყარებენ კავშირს რუსულ და ქართულ მწერლობას შორის. გაიმდიდრებენ ლექსიკური მარაგ ქართულ და რუსულ ენებში
პროექტის ხელმძღვანელი: აზა ქარჩავა.
პოსტის მისამართი:   azaqarchava@gmail.

воскресенье, 23 июня 2013 г.

ბლოგზე იხილავთ

1.რუსულ ენაში განხორციელებულ სიახლეებს.
2რუსულ ლიტერატურაში განხორციელებულ სიახლეებს
3.ცალკეული მასალების სწავლების მეთოდებს.