პროექტის სახელწოდება: ი. კრილოვის
შემოქმედება და ბიოგრაფია.
პროექტის იდეა და თემა: ი. კრილოვის ბიოგრაფიის და შემოქმედების
გაცნობა.რუსულ და ქართულ მწერლობას შორის პარალელიზაცია.
პროექტის აქტუალობა და მნიშვნელობა: პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს
ცოდნის უკეთ დაუფლებაში, უნარ-ჩვევების გამომუშავებაში და რუსილი ენის პოპულარიზაციაში.
პროექტის მიზნები: ფართო
საზოგადოებას გააცნოს კრილოვის ბიოგრაფია და შემოქმედება. პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმით
გათვალისწინებულ სასწავლო
სტანდარტებს: უცხ.დ.II.1, უცხ.დ.II.2, უცხ.დ.II.3,
უცხ.დ.II.4.
მონაწილეთა ასაკი: 14-16 წლის.
პროექტისთვის საჭირო რესურსები: კლასგარეშე ლიტერატურა, ბიბლიოთეკა,
ისტ და პროექტორი.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები: ატარებენ კრილოვისადმი მიძღვნილ შემოქმედებით საღამოს.
ეჩვევიან თანამშრომლობას, ლიდერობას. ინვითარებენ მეტყველების, კითხვის კულტურას. იმდიდრებენ
ლექსიკას, უნარ-ჩვევების დიაპაზონს. პარალელს ავლებენ ქართველ მეიგავე სულხან- საბა
ორბელიანთან მის იგავ-არაკებთან მიმართებაში.
პროექტის მსვლელობა:
პირველი
საფეხური: მასწავლებელი უსვამს კითხვებს მოსწავლეებს: რა
ვიცით ი.კრილოვის სესახებ? ი.კრილოვის რომელი
იგავ-არაკებია ჩვენთვის ცნობილი? დავასახელოთ ი.კრილოვის პერსონაჟები იგავ-არაკებიდან
და დავახასიათოთ ისინი. რამდენად ვიცნობთ მის ბიოგრაფიას? რომელ ქართველ მეიგავარაკეს
შეიძლება შევადაროთ? მასწავლებელი ყოფს მოსწავლეებს
სამ ჯგუფად: I
ჯგუფს ავალებს მოიძიონ ცნობები ი.კრილოვის ბიოგრაფიის შესახებ.
II ჯგუფს ავალებს მოიძიონ ი.კრილოვის
იგავ-არაკები, მათ შორის ქართულად ნათარგმნი იგავები. III ჯგუფს ავალებს შეადარონ კრილოვის შემოქმედება სულხან საბა ორბელიანის
შემოქმედებას, მაგალითისათვის მოიყვანონ რომელიმე იგავი.
მეორე
საფეხური: მოსწავლეები მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე
აკეთებენ პრეზენტაციას, აანალიზებენ და აჯერებენ
ინფორმაციას შემოქმედებითი საღამოს ჩასატარებლად.
მეასამე
საფეხური:
მოსწავლეები მოაწყობენ ი.კრილოვის შემოქმედებით საღამოს. ფართო საზოგადოებას გააცნობენ
კრილოვის ბიოგრაფიას. წაიკითხავენ იგავ-არაკებს რუსულ, ქართულ და მათ შორის გერმნულ
ენაზე. გააკეთებენ იგავ არაკების ინტრეპრეტირებას ( გედი, ქარიყლაპია და კიბორჩხალას;
მგელი და კრავი). მოეწყობა მოსწავლეების მიერ შესრულებული იგავ-არაკების პერსონაჟების ნახატების გამოფენა კითხვებით. რომელი იგავ-არაიკის პერსონაჟია გამოსახული?
მეოთხე
საფეხური: მოსწავლეები
შეფასდებიან მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, პროექტის პრეზენტაციის პერიოდში გამოჩენილი აქტივობების, დასმულ კითხვებზე
გაცემული პასუხის მიხედვით.
საგნობრივი კავშირი:
დაამყარებენ კავშირს რუსულ და ქართულ მწერლობას
შორის. გაიმდიდრებენ ლექსიკური მარაგს
ქართულ და რუსულ ენებში
პროექტის
ხელმძღვანელი: აზა ქარჩავა.
პოსტის
მისამართი: azaqarchava@gmail.
Комментариев нет:
Отправить комментарий